ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ მიზანია ასოციაციის მმართველი რგოლისა და ინდივიდუალური ადვოკატების შესაძლებლობების გაზრდით ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტი დამატებით ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

პროექტის შესახებ
პროექტის პარტნიორები
პროექტი თანამშრომლობს მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დონორ ორგანიზაციებთან.
პროექტის სიახლენი

Back საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომუნიკაციის ახალი სტრატეგიის და კომიტეტების ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომუნიკაციის ახალი სტრატეგიის და კომიტეტების ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვა

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, ორგანიზება გაუწია ევროპის საბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მომაზადებული ორი დოკუმენტის განხილვას. ასოციაციის კომიტეტების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შემუშავებულმა რეკომენდაციებმა და კომუნიკაციის ახალმა სტრატეგიამ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია.

რეკომენდაციებს საფუძვლად დაედო კომიტეტების არსებული დებულებების ანალიზი, მათი ყოველდღიური საქმიანობის შესწავლა და სამუშაო შეხვედრები კომიტეტების წარმომადგენლებთან. კომუნიკაციის ახალი სტრატეგია აამაღლებს ასოციაციის იმიჯს მის წევრებს შორის და ხაზს გაუსვამს მის მნიშვნელობას. სტრატეგია ასევე მიზნად ისახავს ადვოკატის როლის უკეთ წარმოჩენას საზოგადოებაში.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ლატვიის, ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდის მხარდაჭერით.

16-17 ივლისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge