Back რა ეთიკური შეზღუდვები ვრცელდება ადვოკატებზე სოციალურ მედიაში და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მოსამართლეებთან დიალოგი - ადვოკატები ოცზე მეტი ქვეყნიდან პროფესიის თანამედროვე გამოწვევებს განიხილავენ

რა ეთიკური შეზღუდვები ვრცელდება ადვოკატებზე სოციალურ მედიაში და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მოსამართლეებთან დიალოგი - ადვოკატები ოცზე მეტი ქვეყნიდან პროფესიის თანამედროვე გამოწვევებს განიხილავენ

2019 წლის 8 ნოემბერს თბილისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადვოკატთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციების პრეზიდენტები და ადვოკატები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, აგრეთვე, პროფესიულ საერთაშორისო ორგანიზაციათა მაღალი დონის წარმომადგენლები. ამგვარი შეკრების მიზანია კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება თანამედროვეობის მწვავე საკითხებზე.

დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და ხოსე დე ფრეიტასი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და იურიდიული გაერთიანებების საბჭოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ.

400-ზე მეტ დელეგატს მიეცა შესაძლებლობა, ჩართულიყო დისკუსიაში, რომელიც 3 ძირითადი ასპექტის გარშემო გაიმართა: ადვოკატების დამოუკიდებლობა, დიალოგი სასამართლოსთან და ეთიკური შეზღუდვები სოციალურ მედიაში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, ხორცშესხმული ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2016 წლიდან ჩამოყალიბდა, როგორც ტრადიციული პლატფორმა კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარებისათვის, რაც საშუალებას აძლევს ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლებს, იმსჯელონ გამოწვევებზე და ერთად ეძიონ გამოსავალი.   

კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

8 ნოემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page