Back სატენდერო განაცხადი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის - კამპანია „მართლმსაჯულება ყველასათვის”

სატენდერო განაცხადი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის - კამპანია „მართლმსაჯულება ყველასათვის”

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG II) ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ადგილობრივი კონსულტანტის დასაქირავებლად. კონსულტანტმა უნდა მოამზადოს მინიმუმ 8 მულტიმედია პროდუქტი კამპანიისათვის „მართლმსაჯულება ყველასათვის“. კამპანიის მიზანია, გამოავლინოს, რა სირთულეებს აწყდებიან ადამიანები სამართლის ძიებისას, სქესის, მცირეწლოვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური რწმენის, ლგბტქი თემის წევრობის ან სხვა მიზეზის გამო. ეს ბარიერები კი წარმოაჩინოს ფოტო/ვიდეომოთხრობის, ინტერვიუს, ჩანახატის თუ სხვა მხატვრული სახით. სამუშაოს აღწერილობა და კონსულტანტის საქმიანობა, ასევე ტენდერში მონაწილეობის პირობები, უფრო დეტალურად აღწერილია თანდართულ ტენდერის ფაილსა და კონტრაქტში. გთხოვთ, შესაბამისი დოკუმენტაცია ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: [email protected]     საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 25 იანვარი, 10:00 საათი

Act of Engagement

Tender File

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page