Back ევროპის საბჭო წარადგენს კვლევას „სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა

ევროპის საბჭო წარადგენს კვლევას „სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა

ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, ევროპის საბჭო გამართავს კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც ეხებოდა სასამართლო შენობების მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. კვლევის შედეგები ეყრდნობა 65 სასამართლო შენობის შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით: ჩატარდა 40 შენობის სისტემური აუდიტი და, პარალელურად, 25 სასამართლო შეფასდა საველე სამუშაოების ჩასატარებელი კითხვარის მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა.

მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ.

პრეზენტაციას დაესწრებიან სასამართლოს, ხელისუფლებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და მედია.

კვლევა ჩატარდა სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მისაწვდომობის გაზრდა სასამართლო სისტემაზე. სამუშაო პროცესი მოიცავდა სასამართლო შენობების ტექნიკურ შესწავლას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.

ანგარიში მოამზადა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით.

ღონისძიება გაიმართება 9 ოქტომბერს, 10:30 საათზე, შერატონ გრანდ მეტეხი პალასში.

მედია წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

თბილისი, საქართველო 7 ოქტომბერი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page