Back გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე ევროპის საბჭოს კონვენციის ოფიციალურ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ (ტრომსოს კონვენცია)

გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე ევროპის საბჭოს კონვენციის ოფიციალურ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ (ტრომსოს კონვენცია)

ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც 15 სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენელი დაესწრო.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ჭრილში, ისევე როგორც ევროპის საბჭოს კონვენცია ოფიციალურ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ (ტრომსოს კონვენცია) და მისი საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობის საკითხები. ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ ტრომსოს კონვენციის რატიფიკაციის შემთხვევაში, მისი საჯარო ინსტიტუტების მუშაობაზე პოტენციური ზეგავლენის შესახებ. სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლებს შორის აზრთა გაცვლის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ იმ ქვეყანათა პოზიტიურ გამოცდილებას, რომელთაც უკვე მოახდინეს კონვენციის რატიფიცირება.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეზუსტებინათ ტრომსოს კონვენციის გარკვეული ასპექტები და შეეფასებინათ საქართველოს მიერ მისი რატიფიკაციის პერსპექტივები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ევროპის საბჭოს ექსპეტები. ჰიბრიდული ფორმატის შეხვედრას დაესწრო 15 სამთავრობო უწყების 21 წარმომადგენელი, კერძოდ, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, თავდაცვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, გენერალური პროკურატურის, მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უსაფრთხოების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების თანამშრომლები.

აქტივობა განხორციელდა პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ მიერ, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს 2020 – 2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

7-8 აპრილი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page