Back ტრენინგი დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო თანამშრომლებისთვის

ტრენინგი დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო თანამშრომლებისთვის

4-6 მარტი, 2020 - დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმების პირველმა ჯგუფმა გაიარა ტრენინგი სამედიცინო მომსახურების მიწოდებასა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა ინტერვიუირების ტექნიკებზე. 

სამდღიანი ტრეინინგის დროს, მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის სტანდარტებზე: დახურულ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების მიწოდება, ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონი და სხვა მნიშვნელოვანი თემები. 

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესება.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

ბორჯომი, საქართველო 4-6 მარტი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page