Back მეტი მხარდაჭერა არასრულწლოვანი და ზრდასრული თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის - ევროპის საბჭო ორწლიან პროექტს იწყებს

მეტი მხარდაჭერა არასრულწლოვანი და ზრდასრული თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის -  ევროპის საბჭო ორწლიან პროექტს იწყებს

29 ოქტომბერს, ევროპის საბჭომ გამართა ახალი, ორწლიანი პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” პრეზენტაცია მთავარ პარტნიორებთან - შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი და სახალახო დამცველის ოფისი - ერთად. პროექტის მიზანია  არასრულწლოვან და მოზრდილ თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების გაძლიერება მართლმსაჯულების სისტემაში, მათი ეფექტიანი მართვა და სათანადო მოპყრობის გაუმჯობესება.

პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტი შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად: დროებითი მოთავსების დაწესებულებებში დაკავებულთა მართვა  ევროპული სტანდარტების შესაბამისად; პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადება არასრულწლოვან მსხვერპლებთან და დამნაშავეებთან სამუშაოდ;  ეროვნული მონიტორინგის ორგანოების (სახალხო დამცველის აპარატი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობა მონაწილეობა მიიღონ პოლიციის და საგამოძიებო ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგში. 

ღონისძიება გახსნეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისიან ურსემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძემ.

პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს სხვადასხვა ინსტიტუტებთან. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შემდეგი უწყებებისა და განყოფილებების მეშვეობით: დროებითი  მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი, შსს-ს აკადემიის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის განყოფილება; სახალხო დამცველის აპარატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

29 ოქტომბერი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page