Back სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური მხარდაჭერა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური მხარდაჭერა

2020 წლის 9 აპრილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოს პროექტსა და კონსულტანტთან ერთად ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

ონლაინ შეხვედრის დროს განიხილეს კომპლექსური კვლევის მეთოდოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შესახებ ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლას. ევროპის საბჭოს კონსულტანტმა მონაწილეებს გააცნო მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსია და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის არსებული გამოწვევები განიხილა. კვლევის პირველი სამუშაო ვერსია 2020 წლის მაისის თვის ბოლოს იქნება მზად.

 

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა,

არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესება.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

 

თბილისი საქართველო 9 აპრილი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page