ევროპის საბჭო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცნობიერების ამაღლების მიზნით განახორციელებენ პროექტს „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“, რომელიც შედგება ტრენინგებისა და მცირე პროექტების განხორციელების ფაზისაგან. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენელებს, რომ ისწავლონ ადამიანის უფლებების შესახებ, კერძოდ, თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ და ასევე განახორციელონ საინტერესო და შემოქმედებითი მცირე მასშტაბის პროექტები თავიანთ მუნიციპალიტეტში / თემში.
ამ მიზნით, ევროპის საბჭო ეძებს ორგანიზაციას, რომელიც ჩაატარებს ტრენინგებს ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოების "ბუქმარქსი" და “ჩვენ შეგვიძლია!” გამოყენებით და განავითარებს მცირე მასშტაბის პროექტებს / ინიციატივებს ტრენინგის მონაწილეებთან ერთად.
აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა: 2020 წლის 19 ივნისი. აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით “We together, We can”.