Back სესიები „ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ გრძელდება

სესიები „ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ გრძელდება

„ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ მეორე სესიამ ახალგაზრდებსა და განმანათლებლებს გააცნო ადამიანის უფლებების სწავლების თანამედროვე, შემოქმედებითი და არაფორმალური მეთოდები.

სესია ჩატარდა 4 ივნისს ლადო აფხაზავას მიერ, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია. მეორე სესიის განსახილველი თემა იყო „სათემო ინიციატივები მრავალფეროვანი გარემოსთვის“. სესიაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიცაა მრავალფეროვნება, თუ რა ინიციატივები შეიძლება განვახორციელოთ იმ თემში, სადაც სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილებისა თუ აღმსარებლობის ადამიანები ერთად თანაცხოვრებენ, სტერეოტიპები, სტიგმა,  წინასწარგანწყობები და სწავლის გამახალისებელ მეთოდები.   

ახალგაზრდებს, მასწავლებლებს და ასევე ყველა დაინტერესებულ პირს საგანმანათლებლო და ადამიანის უფლებათა სფეროდან შეეძლო სესიაზე დასწრება.

შემდეგი სესიები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პრაქტიკული საგანმანათლებლო ნაბიჯები და ალტერნატიული ნარატივები სიძულვილის ენის წინააღმდეგ.

პირველი სესია ქართულად ხელმისაწვდომია აქ.

მეორე სესია ქათულად ხელმისაწვდომია აქ.

ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინტარდებამე ვირჩევ თანასწორობასკამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

4 ივნისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page