Back შსს-ს წარმომადგენლები იღრმავებენ ცოდნას ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღსაკვეთად საპოლიციო ზომების შესახებ

შსს-ს წარმომადგენლები იღრმავებენ ცოდნას ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღსაკვეთად საპოლიციო ზომების შესახებ

ევროპის საბჭომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩაატარა ტრენინგი სამინისტროს საშუალო მენეჯმენტისთვის ლგბტი პირთა მიმართ სიძულვილის დანაშაულის აღსაკვეთად საპოლიციო ზომების შესახებ. ტრენინგს ესწრებოდნენ მონაწილეები დედაქალაქიდან და საქართველოს რეგიონებიდან.

ტრენინგ პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა დისკრიმინაციული ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების ეროვნული ორგანოების ვალდებულებებს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სირთულეები.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებს  შეუძლიათ სიძულვილის მოტივით დაზარალებული პირების  სპეციფიკური საჭიროებების უკეთ განსაზღვრა, მათ შორის ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტების, რაც მათი მუშაობის ეფექტურობას უფრო გაზრდის.

ღონისძიება იმ ტრენინგების სერიის ნაწილია, რომელიც ტარდება სამინისტროს წარმომადგენლებისთვის დისკრიმინაციის აკრძალვის, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ მათი შესაძლებლობებისა და ცოდნის განსამტკიცებლად.

ეს აქტივობა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოშიფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

5-6 ივნისი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page