Back ონლაინ ტრენინგი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოსტერების შესაქმნელად

ონლაინ ტრენინგი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოსტერების შესაქმნელად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ონლაინ ტრენინგი ჩაუტარა სტუდენტებს, რათა მათ ესწავლათ თუ როგორ უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის წინააღმდეგ  სამოქმედო დღისთვის. სტუდენტებმა ისწავლეს თუ როგორ შექმნან პოსტერები ონლაინ დიზაინერული პლატფორმის, Canva.com-ის გამოყენებით.

ტრენინგი ჩაატარეს ახალგაზრდული ორგანიზაციის ჰიუგე-ს (HYGGE) წარმომადგენლებმა, რომელიც ახალგაზრდების საგანმანათლებლო განვითარებაზე მუშაობს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტით ეთნიკურ უმცირესობებზე.

მიღებული ცოდნის საფუძველზე ტრენინგის მონაწილეებმა თავად შექმნეს პოსტერები რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“ საგრანტო პროექტის „ერთად თანასწორობისთვის“ ფარგლებში. საგრანტო პროექტის მიზანია მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში.

ღონისძიება ჩატარდა  მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page