Back უფრო მეტი სპეციალიზებული პროკურორი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოსაძიებლად

უფრო მეტი სპეციალიზებული პროკურორი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოსაძიებლად

2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა გენერალური პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის  თანახმად მხოლოდ ის პროკურორები იქნებიან უფლებამოსილი იმუშაონ შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე, ვინც გაიარა ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე.

ბრძანების ეფექტიანი განხორციელებისთვის, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში განაგრძობს  სპეციალიზაციის დანერგვაში, მხარდაჭერას ტრენინგების სერიის ორგანიზებით.

ტრენინგ პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: დისკრიმინაციული ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები, გავლენა მსხვერპლებზე,  დისკრიმინაციული სტერეოტიპები, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საუკეთესო პრაქტიკა, ევროპული სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს   პრაქტიკა.

15-18 სექტემბერს ჩატარებულ ტრენინგს ესწრებოდნენ პროკურორთა სპეციალიზებული ჯგუფი თბილისიდან და რეგიონებიდან.

პროკურატურასთან თანამშრომლობის ფარგლებში, უფრო მეტი შეხვედრების დაორგანიზება იგეგმება.

ეს აქტივობა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

15-18 სექტემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page