Back გრძელდება ტრენინგი ადამიანის უფლებების სწავლებაში მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებისათვის

გრძელდება ტრენინგი ადამიანის უფლებების სწავლებაში მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებისათვის

ევროპის საბჭომ ჩაატარა მეორე ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებების სწავლებაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებისათვის თბილისიდან და რეგიონებიდან. ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ადამიანის უფლებათა სასწავლო პროგრამის მიხედვით, მანდატურის სამსახურის კიდევ 19-მა თანამშრომელმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი.

სასწავლო პროგრამა შემუშავდა 2019 წლის ბოლოს, მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, გასულ წელს ტრენერად უკვე გადამზადდა 20 მანდატური, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.

ტრენინგი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ეფექტიანად წარმართონ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესი კოლეგებთან, მოსწავლეებთან და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ ყველა რგოლთან. ასევე, უზრუნველყონ სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება. 

ტრენინგი ჩაატარეს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, რომლებიც მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებისათვის ადამიანის უფლებათა სწავლებაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ ტრენინგს მხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში”, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

26-29 ივნისი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page