Back თანასწორობის ჰაკათონმა გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

თანასწორობის ჰაკათონმა გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

20 ივნისს 48 საათიანი მარათონის შემდეგ თანასწორობის ჰაკათონმა გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.   სფეროს ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ  შეარჩია 17 გუნდიდან 4 გამარჯვებული პროექტი:

  1. Wheel map (ეტლების რუკა) თბილისში ეტლით მოსიარულთათვის ადაპტირებულ ქუჩებსა და შენობებს აჩვენებს, დაეხმარება ხალხს ადაპტირებული მარშრუტის შერჩევაში.  რუკის განახლება მუდმივად ყველას შეეძლება.
  2. თამაში თანასწორობაზე მოთამაშეს დაანახებს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ლგბტი ადამიანები საქართველოში დგანან. ამ გამოწვევების გავლა მოთამაშეს თავად მოუწევს.
  3. ინტერაქტიული რუკა გენდერული თანასწორობის შესახებ თავს მოუყრის სტატისტიკას საქართველოში გენდერული თანასწორობის ხარვეზების წარმოჩენისთვის
  4. სოციალური კამპანია ქვიარი“ აჩვენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანები, ფერადები და ამავე დროს თანასწორნი ვართ.

პროექტები  სექტემბერში დასრულდება.

თანასწორობის ჰაკათონში 120-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა,  როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში. გუნდები მუშაობდნენ მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული ციფრული პროდუქტების შესაქმნელად, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში თანასწორობასა და მრავალფეროვნებას.

თანასწორობის ჰაკათონი ორგანიზებულია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და ფორსეტის მიერ. ჰაკათონის პარტნიორები არიან ღია საზოგადოების ფონდი, „მაკ ჯორჯია", მედიის განვითარების ფონდი, ჩაიხანა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, News.On.ge და აჭარა ჯგუფი.

თანასწორობის ჰაკათონი ხორციელდება კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ - მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page