Back განმანათლებლებმა ადამიანის უფლებების შესახებ უფრო მეტი ისწავლეს

განმანათლებლებმა ადამიანის უფლებების შესახებ უფრო მეტი ისწავლეს

ევროპის საბჭომ  ჩაატარა ხუთ დღიანი ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებების სწავლებისა და თანასწორობის შესახებ. ტრენინგის მიზანი იყო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და არაფორმალური განათლების, როგორც სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის საშუალების  შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ტრენინგის მონაწილეები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ. ისინი წარმოადგენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და სახალხო დამცველის აპარატს.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები აქტივობებს ჩაატარებენ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოებზე დაფუძნებით, როგორებიცაა „Compass”, “Bookmarks” და “We CAN!”.

ეს აქტივობა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

23-27 სექტემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page