Back დისკუსია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის შესახებ პროგრესსა და გამოწვევებზე საქმეთა ჯგუფზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ"

დისკუსია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის შესახებ პროგრესსა და გამოწვევებზე საქმეთა ჯგუფზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

ევროპის საბჭომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად გამართა სამუშაო შეხვედრა  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ საქმეთა ჯგუფზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ". ღონისძიების მიზანი იყო იდენტობის საქმეთა ჯგუფის აღსრულების მხრივ მდგომარეობის მიმოხილვა, ასევე მის მნიშვნელობაზე, ძირითად გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე მსჯელობა პროექტის მთავარ პარტნიორებთან ერთად.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის მექანიზმს, მის შესაბამის პრაქტიკასა და ადგილობრივი აქტორების როლს.

ეს შეხვედრა სხვა ღონისძიებებთან ერთად ხელს შეუწყობს საქმეთა ჯგუფის „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" ეფექტიანი აღსრულების პროცესს.

მეტი ინფორმაცია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის შესახებ საქმეთა ჯგუფზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ"   შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბულზე: https://bit.ly/3x8NMth 

ეს აქტივობა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოშიფარგლებში სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის სამმართველოსთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებათა აღსრულების ევროპის საბჭოს დეპარტამენტთან თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

30 ივნისი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page