Back დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღების 5 წლის თავი

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღების 5 წლის თავი

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღების 5 წლის თავის აღსანიშნავად, 2 მაისს ევროპის საბჭომ სახალხო დამცველის ოფისთან ერთად ახალგაზრდებისთვის საჯარო შეხვედრა - „თანასწორობის მნიშვნელობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზები“ - გამართა.

„არადისკრიმინაციული მიდგომა ევროპის საბჭოს მუშაობის ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც ასევე მოიცავს ბავშვთა უფლებების დაცვას. თანასწორობა ბავშვებისთვის, პირველ რიგში ნიშნავს მათ უფლებას, რათა მოუსმინონ და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ, იცხოვრონ გარემოში, რომელიც თავისუფალია ძალადობისა და შეურაცხყოფისგან. ნამდვილი თანასწორობა ასევე ნიშნავს თანასწორობას გოგოებსა და ბიჭებს შორის, თანასწორ შესაძლებლობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, მზრუვნელობას მოკლებულ და უმცირესობათა წარმომადგენელ ბავშვებისთვის. თანასწორობის მიღწევა ბავშვობაშივე უნდა დაიწყოს, რათა ჩვენი მომავლის საფუძველი ავაშენოთ,“ თქვა ვაჰაგ მურადიანმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

 „დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, ვინაიდან სტეროტიპების რღვევის და აღმოფხვრის პროცესში მთავარი ადგილი სწორად ახალგაზრდებს უკავიათ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოსაზრებები გაეცვალათ თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ და ესაუბრათ მათ მნიშვნელობაზე დემოკრატიის, განვითარებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მეტი ინფორმაცია მე ვირჩევ თანასწორობის კამპანიის შესახებ, თუ როგორ დაუჭირონ მხარი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებებისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი, რომელიც 2014 წელს იქნა მირებული, მიზნად ისახავს დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის აღმოფხვრას და უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას ყველასთვის განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

შეხვედრა ჩატარდა მე ვირჩევ თანასწორობის კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ, ინფორმაციის გავრცელება მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ  და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.

მე ვირჩევ თანასწორობის კამპანია ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page