Back ორმოცდახუთი პროფესიონალი მზად არის იბრძოლოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ

ორმოცდახუთი პროფესიონალი მზად არის იბრძოლოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ

თხუთმეტმა მოსამართლემ, თხუთმეტმა პროკურორმა და თხუთმეტმა გამომძიებელმა წარმატებით გაიარა სამთვიანი ინტენსიური HELP [1]კურსი და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

ევროპის საბჭოს HELP კურსი „სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა“ დაეხმარა მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს უნარების გაუმჯობესებაში, რათა მათ უკეთ შეძლონ ეფექტიანი რეაგირების მოხდენა ისეთი მზარდი პრობლემის მიმართ როგორიცაა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა.

კურსი პირველად ჩატარდა საქართველოში 2019-2020 წლებში გამომძიებლებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის. კურსის ფარგლებში გადამზადდა ორმოცდახუთი იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი.

კურსის დახურვის ცერემონიალზე წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ივანე ბოლქვაძემ.

ევროპის საბჭოს HELP კურსი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარ-ჩვევები შემუშავდა ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.                    

17 ივნისი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page