Back საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასწავლო ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასწავლო ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017  წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების  მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 21-25 აპრილს ევროპის საბჭო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სასწავლო ვიზიტს უწევს ორგანიზებას საფრანგეთში.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ბ-ნი გიორგი შარაბიძის ხელმძღვანელობით,  ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოთა წარმომადგენლებთან, საფრანგეთის საარჩევნო ადმინისტრაციასთან, და ექსპერტებთან, ხოლო 23 აპრილს ცესკოს წარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page