Back მედია ორგანიზაციებისათვის ახალი ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია

მედია ორგანიზაციებისათვის ახალი ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია

2019 წლის 24 აპრილს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა თავისი ახალი ელექტრონული მოდული, რომელიც მედია ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს დანიშნონ და დაარეგისტრირონ საკუთარი წარმომადგენლები ელექტრონული ფორმით საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე. ახალი მოდული ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შემუშავდა და წინა წლებში განვითარებული მოდულების გაფართოებას წარმოადგენს.

2017 წელს ევროპის საბჭომ მხარი დაუჭირა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ელექტრონული რეგისტრაციისთვის ახალი ელექტრონული პლატფორმის დანერგვაში, რაც პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას აძლევს დაარეგისტრირონ პარტიული წარმომადგენლები სწრაფად და გამარტივებული პროცედურების მეშვეობით საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პროგრამა გაფართოვდა: შეიქმნა დამატებითი მოდულები და გაფართოვდა დაინტერესებული მხარეების სეგმენტი. პარტიული წარმომადგენლების ნომინირების გარდა, პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა მიეცათ ონლაინ პლატფორმის გამოყენებით მიევლინათ კომისიის წევრები საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე. პროგრამამ ასევე შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წარადგინონ და დაარეგისტრირონ წარმომადგენლები ელექტრონულად.

მედია ორგანიზაციების აკრედიტაციისათვის ახალი მოდული მაისის შუალედური არჩევნებისთვის გაეშვება სატესტო-პილოტურ რეჟიმში.

ელექტრონული რეგისტრაციის მოდულები შემუშავებულია ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page