Back კონფერენცია „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები“

კონფერენცია „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები“

ევროპის საბჭო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში,  და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 2018 წლის 13 მარტს თბილისში მართავენ  კონფერენციას „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები“. მსგავსი სახის კონფერენციები ასევე ჩატარდა 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მიღებული გამოცდილების განხილვა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში და საარჩევნო პროცესის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ მსჯელობა. კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ არჩევნების გამართვაში მიღწეული პროგრესი წინა წლების არჩევნების ფონზე და იმსჯელონ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესაძლო გამოწვევების შესახებ.

კონფერენციას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 10:00 საათზე გახსნიან კრისტიან ურსე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, თომას რ. მორისი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოვალეობის შემცვლელი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, და თამარ ჟვანია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო საზოგადოების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

34 ილია ჭავჭავაძის გამზირი

0179, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 322913870

 

საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი

7 ნიკო ნიკოლაძის ქუჩა

0118, თბილისი, საქართველო

ტელ:  +995 322 999 309

თბილისი 13 მარტი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page