Back იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაინერგა მუდმივი სასწავლო კურსი საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო დავების განხილვის შესახებ

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაინერგა მუდმივი სასწავლო კურსი საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო დავების განხილვის შესახებ

ევროპის საბჭომ, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის დანერგა სასწავლო კურსი საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო დავების განხილვის შესახებ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის მუდმივი კურიკულუმის ნაწილი გახდა. შემუშავდა სასწავლო კურსის მოდული, მათ შორის სასწავლო კურსის სილაბუსი და შესაბამისი მასალები.

30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ევროპის საბჭოს ექსპერტმა, საქართველოს მოსამართლეებმა და სამართლიანი არჩევნების ექსპერტებმა ერთობლივად ჩაატარეს სამდღიანი ტრენერთა ტრენინგი საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო დავების განხილვაზე. ტრენერთა ტრენინგი გაიარა თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოების ექვსმა მოსამართლემ.

საარჩევნო საკითხების გადაწყვეტის ხარისხის გაუმჯობესება რჩება გამოწვევად საქართველოსთვის. ევროპის საბჭო გააგრძელებს ამ სასწავლო კურსის მხარდაჭერას: ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები, ექსპერტებთან ერთად, ჩაატარებენ საპილოტე ტრენინგს ადმინისტრაციული საქმეთა განმხილველ იმ მოსამართლეთათვის, რომლებიც იხილავენ საარჩევნო საკითხებს.

ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page