Back ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება სტუდენტებში

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება სტუდენტებში

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ხელშეწყობით და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის შეჯიბრი საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუნდეტებისთვის.

2018 წლის 21-22 ივლისს კახეთის რეგიონში გაიმართა შეჯიბრის ნახევარფინალური და ფინალური ეტაპები. შეჯიბრში სულ 120-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები შეირჩნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ადამიანის უფლებათა ექსპერტების მიერ.

შეჯიბრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და მათი განხორციელების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge