Back არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა

არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა

26-27 და 29-30 ნოემბერს, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, პროკურორების ორი ჯგუფისთვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე „არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა“.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ორმოცი მონაწილისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართლი, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმართვის თანამედროვე ტექნიკები.

პროკურორებმა მიმოიხილეს არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების აუცილებელი საფეხურები, სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკები. ტრენინგი მოიცავდა ინტერაქტიული დავალებების შესრულებას - საქართველოს კანონმდებლობისთვის შესაბამისი პრაქტიკული საქმეების მიმოხილვას.

ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის ფარგლებში.

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge