პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის" შესახებ მიზნად ისახავს აღნიშნულ სფეროში მომუშავე მთავარი მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას. ევროპული სტანდარტების, კერძოდ ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის, დანერგვისას ევროპის საბჭო ფოკუსირდება პროფესიონალების ცოდნის ამაღლებაზე და ხელს უწყობს არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. პროექტი მხარს უჭერს ევროპის საბჭოს 2016-19 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

პროექტის პარტნიორები

- საქართველოს მთავარი პროკურატურა

- სახალხო დამცველის ოფისი

- საქართველოს უზენაესი სასამართლო

პროექტი დამატებით თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრებო და არასამთავრობო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სფეროში მუშაობენ.

პროექტის მიზნებია:

  • ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის სტანდარტების შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სამართლებრივი რეაგირების დახვეწა ტრენინგების, გამოცდილების ურთიერთგაცვლის და ექსპერტების მხარდაჭერის გზით, პროკურორებისა და სხვა პროფესიონალი იურისტებისთვის.
  • კვლევების, მიზნობრივი სამუშაო შეხვედრების, საჭირო მასალების გავრცელების და ტექნიკური დახმარების აღმოჩენის გზით, საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნის გაღრმავება ევროპულ სტანდარტებზე, კერძოდ ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციაზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას ეხება.
  • ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციასა და მის სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლება შესაბამის უწყებებში.
პროგრამის სიახლენი

Back გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია იწყებს მზადებას GREVIO-ს მონიტორინგის პროცესისთვის

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია იწყებს მზადებას GREVIO-ს მონიტორინგის პროცესისთვის

2019 წლის 19 ოქტომბერს კაჭრეთში, ევროპის საბჭომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შესაძლებლობების განვითარების მიზნით გამართა სამუშაო შეხვედრა.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კომისიის წევრი-სხვადასხვა სამინისტროების და უწყებების წარმომადგენლების  ცოდნის გაღრმავება მონაცემთა შეგროვების კუთხით სტამბოლის კონვენციის მოთხოვნებსა და კონვენციის მონიტორინგის მექანიზმზე.

კომისიის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა უკეთ გაცნობოდნენ GREVIO-ს საბაზისო შეფასების  ეტაპებს და GREVIO-ს კითხვარის მიხედვით მონაცემთა შეგროვების საკითხებს. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ ქვეყნების გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ, რომლებმაც უკვე გაიარეს GREVIO-ს მონიტორინგი.

იუსტიციის სამინისტროს, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე უწყების წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამუშაო შეხვედრის საჭიროებასა და დროულობას, რადგან საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესი 2020 წელს დაიწყება. უწყებათაშორისი კომისია, როგორც სტამბოლის კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით შექმნილი მაკოორდინირებელი ორგანო, პასუხისმგებელი იქნება GREVIO-სთვის წარსადგენი ანგარიშის მომზადების პროცესის დაგეგმვასა და კოორდინაციაზე.   

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძლა და პრევენცია საქართველოში ფარგლებში.

19 ოქტომბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პუბლიკაციები
პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო და 2019 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტს ანხორციელებს შესაძლებლობების გაძლიერებისა და თანამშრომლობის პროექტების განყოფილება, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ქვეშ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან ერთად.

საკონტაქტო პირები:
Sara HAAPALAINEN
Nino MACHKHANELI