პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული ქმედებების გაძლიერებას შეუწყნარებლობისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მოწყვლადი ჯგუფების და სოციალური უფლებების დაცვას  როგორც თბილისში ისე რეგიონებში, რათა ხელი შეეწყოს ადამიანის უფლებების დარღვევის დასაცავად ან მისი პრევენციისთვის ეროვნული მექანიზმების განხორციელებას.

პროგრამის მიზნები
  • სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების, როგორცადგილობრივი უფლებადამცველი ინსტიტუციების გზამკვლევის, განხილვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში (გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული პარიზის პრინციპები 1993 წ)
  • სახალხო დამცველის  აპარატის გაძლიერება საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში „სასამართლოს მეგობრის“ წარდგენისას
  • სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური ოფისების გაძლიერება ინდივიდუალურ საქმეებთან დაკავშირებით
  • სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური უნარების გაძლიერება შეუწყნარებლობისა და არასათანადო მოპყრობის  წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მოწყვლადი ჯგუფების და სოციალური უფლებების დაცვისთვის.
პროგრამის სიახლენი

Back პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ დახურვის ღონისძიება

პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ დახურვის ღონისძიება

2017 წლის 24 იანვარს ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლაბათა სატრასტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ დახურვის ღონისძიება.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პროექტის მიღწევების შეჯამება, მიღებული გამოცდილების გაზიარება და მომავალში განსახორციელებელი საქმიანობების განხილვა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის აპარატის, სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრა გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

2015 წლიდან პროექტი დახმარებას უწევდა სახალხო დამცველის აპარატს მის მიერ განხორციელებული ქმედებების გაძლიერებაში ისეთ საკითხებთან მიმართებით როგორიცაა შეუწყნარებლობისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისა და სოციალური უფლებების დაცვა როგორც თბილისში ისე რეგიონებში.

პროექტის იდეა წარმოიშვა ევროპის საბჭოს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით და დაფუძნდა ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობდნენ სახალხო დამცველის ოფისს მისი, როგორც ეროვნული პრევენციის მექანიზმის, როლის გაზრდაში.

კონფერენციამ დამსწრე საზოგადოებას მისცა შესაძლებლობა განეხილათ პროექტის განმავლობაში მიღწეული შედეგები და გამოაშკარავებული სხვა საჭიროებები. მონაწილეებმა აღნიშნეს პროექტის დიდი წვლილი სახალხო დამცველის აპარატის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებასა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შესახებ არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანაში. პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის ოფისის ცენტრალური და რეგიონალური ოფისების თანამშრომლების საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად ინდივიდუალურ საქმეებზე მუშაობის შესახებ ცოდნის გაღრმავება მეტ შესაძლებლობას იძლევა რომ გამოაშკარავდეს შეუწყნარებლობის, სოციალურად დაუცველი პირების უფლებების შელახვისა და არასათანადო მოპყრობის ფარული შემთხვევები. სახალხო დამცველის ოფისის მიერ წარდგენილი სასამართლო მეგობრის წინადადებების გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს პროექტის მნიშვნელოვან წვლილზე სახალხო დამცველის როგორც „სასამართლოს მეგობრის“ როლის გაზრდაში. ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე, შემწყნარებლობასა და თანასწორობაზე, ისევე როგორც დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახალხო დამცველის ოფისის ადამიანის უფლებათა აკადემიის გაძლიერებაში.

შეხვედრის ყველა მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ პროექტმა მოიტანა ძალიან ბევრი პოზიტიური და კონკრეტული შედეგი, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისის შესახებ არსებული ორგანული კანონის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში განხილვა და ანალიზი; სახალხო დამცველის ოფისში არსებული მდგომარეობის, საჭიროებებისა და ბენეფიციარების მოლოდინების შესწავლის საფუძველზე შექმნილი საჭიროებათა შეფასების ანალიზი; სასამართლოს მეგობრის საქმის იდენტიფიცირების, მომზადებისა და დამტკიცების შესახებ შექმნილი შიდა წესები;  საქართველოს სახალხო დამცველსა და  საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს  სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის გამოყენების გაძლიერებას საერთო სასამართლოებში; სახალხო დამცველის ოფისის ადამიანის უფლებათა აკადემიისთვის შექმნილი კურიკულუმი, რომელიც მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა ადამიანის უფლებების საფუძვლები, თნასწორობა და ანტიდისკრიმინაცია როგორც სოციალური კეთილდღეობის წინაპირობა, მშვიდობა და საზოგადოების დემოკრატიული განვითარება.

24 იანვარი, 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page