Back სასამართლოების ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები იღრმავებენ ცოდნას სამართლებრივი კვლევისა და სამართლებრივი ანალიზის საკითხებზე

სასამართლოების ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები იღრმავებენ ცოდნას სამართლებრივი კვლევისა და სამართლებრივი ანალიზის საკითხებზე

2017 წლის 2-3 ივნისს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის, იუსიტციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლებისთვის თემაზე „სამართლებრივი კვლევა და სამართლებრივი ანალიზი“.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სასამართლო სისტემის ანალიტიკური დეპარტამენტების თანამშრომლების სამართლებრივი წერისა და კვლევის უნარების გაუმჯობესება. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:  სამართლებრივი წერის თანამედროვე ტექნიკები, სამართლებრივი ანალიზისა და კვლევის მეთოდები. ამავდროულად, მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღდმეგ არსებულ პრეცედენტულ სამართალში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები და სტრუქტურული დარღვევები.

ტრენინგის შედეგად ოცდაათამდე მონაწილემ განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ევროპული სასამართლოს მიერ სამართალწარმოების ეტაპები, ძირითადი სამართლებრივი ბაზა, სამართლებრივი დოკუმენტების ენობრივი თავისებურებები და ანალიტიკური ტექსტების ენობრივ-სტრუქტურული შეფასება.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

თბილისის ოფისში 46 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. 


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge