Back ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები თბილისში განხორციელებულ შტურმსა და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებას ეხმიანებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები თბილისში განხორციელებულ შტურმსა და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებას ეხმიანებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) შეშფოთებას გამოთქვამენ თბილისში განვითარებული მოვლენების თაობაზე.

”მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, ნაციონალური მოძრაობის ოფისზე პოლიციის შტურმმა და ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებამ არაჯეროვნად გაამწვავა დაძაბულობა ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა”, - განაცხადეს მათ.

”საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი ესაჭიროება და არა ესკალაცია და დაპირისპირება”, დასძინა - ორმა თანამომხსენებელმა.

მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რამაც შეიძლება მეტად გაამწვავოს დაძაბულობა. ამასთან, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა მოძებნონ პოლიტიკური და ორმხრივად მისაღები გამოსავალი არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.

24 თებერვალი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

თბილისის ოფისში 46 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. 


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge