Back საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა

„საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა არის ღირებული ინსტრუმენტი ხელი შეუწყოს ეროვნულ კანონმდებლობას, ინსტიტუტებსა და პრაქტიკას ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების მმართველი კომიტეტის პირველ შეხვედრაზე, რომელიც 2021 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა.

შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები თბილისიდან და სტრასბურგიდან.  

ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა, ვერენა ტეილორმა მადლობა გადაუხადა სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართულ პირებს, პარტნიორებს საქართველოდან, ასევე კოლეგებს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისიდან და სტრასბურგიდან. „ბოლო წლებია COVID-19 -ით გამოწვეულმა გლობალურმა პანდემიამ შეზღუდა პირდაპირი კონტაქტი და მგზავრობა, თუმცა ჩვენ ერთად შევძელით ჩვენი პროგრამების განხორციელება და კარგი შედეგების მიღწევა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პირადად შეხვედრას ისევ შევძლებთ“.

 

ღონისძიებას 70 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ცისკარიშვილი, საქართველოს ხელისუფლების, პროფესიული ასოციაციების, ასევე ევროპის საბჭოს სამდივნოსა და საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.

მონაწილეებმა გაცვალეს საკუთარი მოსაზრებები იმ პროექტების განხორციელების მდგომარეობის შესახებ, რომლებიც მხარს უჭერენ საზოგადოების დემოკრატიზაციას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და თანასწორობას.  დადებითად შეფასდა სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგები, მაგალითად, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლებისა და ადვოკატების შესაძლებლობების გაძლიერება არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, შეიქმნა დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენით ჩადენილ დანაშაულების მონაცემთა შეგროვების სისტემა, შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსასვლელად, გაძლიერდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ პრევენციისა და გამოვლენის მექანიზმები, განათლების პოლიტიკა და პრაქტიკა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან მეტად დაახლოვდა.

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა 2019 წლის ნოემბერში  ოფიციალურად ამოქმედდა. სამოქმედო გეგმა ხორციელდება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მეშვეობით, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით. სამოქმედო გეგმის პროექტები მხარდაჭერილია ნორვეგიის, ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიის, დანიის, გერმანიის, ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ლატვიის მიერ. 2020 წელს განხორციელებული ქმედებების ფარგლებში, სამოქმედო გეგმამ ხელი შეუწყო გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგს, გაეროს მდგრადი განვითარების, კონკრეტულად IV, V და XVI მიზნების მხარდაჭერით.

 

21 ოქტომბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

თბილისის ოფისში 46 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. 


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge