Back ახალგაზრდები და განმანათლებლები სწავლობენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ებრძოლონ სიძულვილის ენას ონლაინ

ახალგაზრდები და განმანათლებლები სწავლობენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ებრძოლონ სიძულვილის ენას ონლაინ

„ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ მესამე სესიამ, რომელიც 18 ივნისს ჩატარდა, ყურადღება გაამახვილა სიძულვილის ენის წინააღმდეგ პრაქტიკულ საგანმანათლებლო ნაბიჯებზე. ონლაინ სესიის დახმარებით ახალგაზრდებმა, განმანათლებლებმა და საგანმანათლებლო სფეროში დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია სიძულვილის ენის პრაქტიკული მაგალითების, საგანმანათლებლო ნაბიჯებისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის არაფორმალური მეთოდების შესახებ.

ონლაინ სესია ჩაატარა, გუბაზ კობერიძემ, ადამიანის უფლებათა განმანათლებელმა.

„ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ შემდეგი სესია მოიცავს ისეთ საკითხს, როგორიცაა ალტერნატიული ნარატივები სიძულვილის ენის წინააღმდეგ

სამივე სესიის ვიდეოები ქართულად ხელმისაწვდომია ქვემოთ:

 - „ადამიანის უფლებების სწავლება არაფორმალური განათლების გზით"

 - „სათემო ინიციატივები მრავალფეროვანი გარემოსთვის“

- „პრაქტიკული საგანმანათლებლო ნაბიჯები სიძულვილის ენის წინააღმდეგ“

ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინტარდებამე ვირჩევ თანასწორობასკამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page