Back სამუშაო შეხვედრა კორუფციის პრევენციის შესახებ საჯარო სექტორში

სამუშაო შეხვედრა კორუფციის პრევენციის შესახებ საჯარო სექტორში

2020 წლის 21-22 ივნისს ევროპის საბჭოსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა „კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში “. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ანტი-კორუფციული სააგენტოსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა. ანტი-კორუფციული სააგენტო, როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ზომები კორუფციული სამართალდარღვევების პრევენციის, იდენტიფიცირებისა და გამოძიების მიზნით.

სამუშაო შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის მიმართულებით, მათ შორის  ინტერესთა კონფლიქტი, ინფორმაციის მიწოდების მექანიზმი და მამხილებელთა ინსტიტუტი, საჯარო შესყიდვები - ანტიკორუფციული ინსტიტუტის როლი. სამუშაო შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ისეთ საკითხებს  როგორებიცაა, კორუფციული რისკების გამოვლენა და რისკების შეფასება, ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG) პროექტის კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში ფარგლებში.  პროექტის განხორციელება დაიწყო 2019 წლის იანვრიდან.

თბილისი, საქართველო 21-22 ივლისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page