Back სამუშაო შეხვედრა: მედია რეგულაციები საარჩევნო პროცესის დროს - საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები

სამუშაო შეხვედრა: მედია რეგულაციები საარჩევნო პროცესის დროს - საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები

ევროპის საბჭომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, გამართა სამუშაო შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის თემაზე „მედია რეგულაციები საარჩევნო პროცესის დროს - საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები“.

შეხვედრა გახსნეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში,  ვაჰაგ მურადიანმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ,  პარმენ ჯალაღონიამ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედია საშუალებების ოცამდე წარმომადგენელმა, მათ შორის ონლაინ და ბეჭდური მედია საშუალებებიდან. მონაწილეებმა იმსჯელეს არჩევნების გაშუქების სხვადასხვა ასპექტზე და მიმოიხილეს სამუშაო შეხვედრის თემები: ახალი მედია რეგულაციები, მათ შორის რეგულაციები დებატებისა და ახალი ამბების გაშუქების შესახებ; მედიის წარმომადგენლების უფლებამოვალეობები არჩევნების დღეს; კორონა ვირუსი (COVID-19) და  სპეციალური საარჩევნო ღონისძიებები; სიძულვილის ენა და საარჩევნო კამპანია; საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ევროპის საბჭოს სტანდარტებზე.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტების „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ და „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.

ბათუმი, საქართველო 31 ივლისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page