Back სემინარი წინასაარჩევნოი კამპანიის დროს მედიის მონიტორინგის საერთაშორისო სტანდართთან დაკავშირებით

ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება“ ფარგლებში ევროპის საბჭო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან ერთად ატარებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედიის მონიტორინგის საერთაშორისო სტანდართებთან დაკავშირებით. ღონისძიება ტარდება 3-4 ივლისს კახეთის რეგიონში.

სემინარის დროს ევროპის საბჭოს ექსპერტი მიმოიხილავს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას თუ როგორ განხორციელდეს მედიის მონიტორინგი, რათა ეფექტურად მოხდეს პოზიტიური, ნეგატიური ან  ნეიტრალური მედიის გაშუქების იდენტიფიცერება. დროის სამართლიანი გადანაწილების, პოლიტიკოსების იდენტიფიცირების და გენდერული თემების გაშუქებასთან დაკვშირებული საკითხების აქტუალური განხილვა მოხდება ასევე ღონისძების ფარგლებში.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების გაძლიერება; მედია კანონმდებლობის და ნორმების მიმოხილვა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის მედია სექტორის წარმომადგენებისათვის, როგორც ეთიკური სტანდარტების,  საკანომდებლო სფეროს იმპლემენტაციის, სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა, ასევე ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაძლიერება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page