Back ტრენინგი პროკურორებისთვის - სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით

ტრენინგი პროკურორებისთვის - სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით

2017 წლის 23 მაისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი პროკურორებისთვის თემაზე „სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“. ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ.

ტრენინგის მიზანი იყო პროკურორები გაცნობოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, კერძოდ საქმეებს მე-2 მუხლით განსაზღვრული პოზიტიური  და პროცედურული ვალდებულებების ჭრილში, მათ შორის საქმეებს საქართველოს წინააღმდეგ.

ტრენინგის შედეგად ოცდახუთმა პროკურორმა გაიღრმავა ცოდნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის შესახებ და შეუძლიათ აღნიშული სტანდარტები გამოიყენონ  ყოველდღიურ საქმიანობაში.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

23 მაისი, 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page