Back ტრენინგი თემაზე: “წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მეთოდები”

ტრენინგი თემაზე: “წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მეთოდები”

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით 20-21 ივნისს ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი პროკურორებისთვის თემაზე: “წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მეთოდები”.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა პროკურორების ცნობიერების გაზრდა ისეთ საკითხებზე როგორიცაა არასათანადო მოპყრობის კვალის გამოვლენა, შესაბამისი მონაცემების შეგროვება, მტკიცებულების დაცვა, ეფექტური გამოძიების ჩატარება, მსხვერპლისა და მოწმის დაკითხვა და საქმის მომზადება სასამართლო მოსმენისთვის.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page