Back ტრენინგი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების თანაშემწეებისთვის - მოწმის დაკითხვისა და სამართლიანი სასამართლოს შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები

ტრენინგი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების თანაშემწეებისთვის - მოწმის დაკითხვისა და სამართლიანი სასამართლოს შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები

2017 წლის 29-30 აპრილს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების თანაშემწეებისთვის თემაზე: მოწმის დაკითხვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები.

ტრენინგის შედეგად მოსამართლეების ასისტენტებმა აიმაღლეს ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიცაა ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლება დაკითხვის დროს, სამხილის დასაშვებობის განმსაზღვრელი სტანდარტები, ირიბი ჩვენება და სასამართლო განხილვის სხდომაზე გამოუცხადებელი მოწმის წინასწარი განცხადებები და გამოძახებული მოწმის უფლებები.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც არის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პროგრამის ნაწილი.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page