Back ტრენინგი პროკურორებისთვის - მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება

ტრენინგი პროკურორებისთვის - მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება

2017 წლის 30-31 მაისს ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი პროკურორებისთვის თემაზე “მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა პროკურორებისთვის ინფორმაციის მიწოდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჯგუფში მუშაობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხივლით ოცდაორი პროკურორი გაეცნო ევროპული კონვენციის სტანდარტებს.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page