Back ესეების კონკურსის გამარჯვებულები თემაზე მრავალფეროვნება და თანასწორობა საქართველოში გამოვლინდნენ

ესეების კონკურსის გამარჯვებულები თემაზე მრავალფეროვნება და თანასწორობა საქართველოში გამოვლინდნენ

პირველ ივნისს, მოსწავლეთა ესეების კონკურსის ფარგლებში წარდგენილი საუკეთესო ესეები მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე  გამოვლინდა. პირველი ადგილის მფლობელს მასწავლებლების თანხლებით ევროპის საბჭოში (სტრასბურგი, საფრანგეთი) ვიზიტის შესაძლებლობა ექნება, ასევე სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ სხვა გამარჯვებულებსაც.

დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ჩატარდა. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა მისასალმებელ სიტყვაში გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს. ღონისძიების დროს, ქართველმა პოეტმა, რატი ამაღლობელმა ქართულ ლიტერატურაში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

საერთო ჯამში, 400-ზე მეტი ესე იყო წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო საუკეთესო 10 ესე შეირჩა გამოსაცემად.

გამარჯვებულთა სია მოცემულია ქვემოთ:

  1. ბერდია ალხიძე, სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლა             
  2. თამარი ხვთისიაშვილი, სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლა 
  3. ილია დავითაძე, სსიპ ქ. ბათუმის N2 საჯარო სკოლა
  4. ელენე დოლიძე, სსიპ თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლა
  5. ქეთი გიგინეიშვილი, სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
  6. თინა თურმანიძე, სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა                
  7. გიორგი ფარასტაევი, სსიპ ქალაქ გორის N7 საჯარო სკოლა                           
  8. სალომე გუბელაძე, შპს მეექვსე საავტორო სკოლა   
  9. მანანა ბერაია, სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლა              
  10. ქრისტინა ქარჩავა, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლა   

ესეების კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 15-18 წლის ასაკის მოსწავლეებმა, რომლეთაც  თავიანთი აზრები და გამოცდილება დაწერეს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის შესახებ დღევანდელ საქართველოში ან/და საქართველოს ისტორიაში, ლიტერატურასა და კულტურაში.

მოსწავლეების ესების კრებული „რატომ ვირჩევ თანასწორობას?“ ხელმისაწვდომია აქ.

ესეების კონკურსი ჩატარდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ეგიდითა და მე ვირჩევ თანასწორობის კამპანიის ფარგლებში. კამპანია ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა მიერ, ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

1 June, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page