Back საქართველოში მესამე თანასწორობის კვირეული ჩატარდა

საქართველოში მესამე თანასწორობის კვირეული ჩატარდა

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში და პარტნიორმა  ორგანიზაციებმა 15-24 ნოემბერს საქართველოში რიგით მესამე თანასწორობის კვირეული ჩაატარეს. თანასწორობის კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ. მისი მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება,  ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

თანასწორობის კვირეულის გახსნითი ღონისძიება 15 ნოემბერს ჰიბრიდულ ფორმატში  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (ჯიტა) ჩატარდა. ღონისძიებაზე გაიმართა თანასწორობის ჰაკათონის პროდუქტების, როგორიცაა ინტერაქტიული თამაში თანასწორობის შესახებ, ეტლების რუკა და რუკა გენდერული თანასწორობის შესახებ პრეზენტაცია.

1700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ონლაინ თუ ოფლაინ ღონისძიებაში, რომელიც სამართლებრივი მექანიზმებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით და ტოლერანტობის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდასაჭერად ჩატარდა. ჯამში 87 ღონისძიება გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურთან, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, სახალხო დამცველის აპარატთან, კოალიცია თანასწორობისთვის, CinéDOC-Tbilisi-თან, თანასწორობის ელჩებთან და სხვა აქტივისტებთან ერთად.

ღონისძიებების გარდა, რითეილ ასოციაციის წევრმა მაღაზიებმა თანასწორობის მხარდამჭერი პროდუქტები და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ საინფორმაციო მასალები გამოფინეს. ეს პროდუქტები ბათუმსა და თბილისში მაღაზიების შესასვლელთან უფასოდ იყო ხელმისაწვდომი. ჯამში კამპანიის 8 კუთხე მოეწყო სხვადასხვა მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრში.

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა კონკურსი და გამოფენა, როგორიცაა თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?", შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსი თანასწორობისა და მრავალფეროვნების თემაზე, სკოლებში თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ პოსტერების გამოფენა, ონლაინ ფაზლი და კითხვარი.

გაიგეთ უფრო მეტი თანასწორობის კვირეულის აქტივობების შესახებ კამპანიის მე ვირჩევ თანასწორობას Facebook გვერდიდან: https://www.facebook.com/IChooseEquality/

თანასწორობის კვირეული ხორციელდება კამპანიისმე ვირჩევ თანასწორობას“  ფარგლებში, რომელიც ევროპის საბჭოს  პროექტის  დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინდააღმდეგ ბრძოლა საქართველოში  ნაწილია. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page