Back საქართველოში რიგით მეორე თანასწორობის კვირეული ჩატარდა

საქართველოში რიგით მეორე თანასწორობის კვირეული  ჩატარდა

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში და პარტნიორმა  ორგანიზაციებმა 9-16 ნოემბერს საქართველოში რიგით მეორე თანასწორობის კვირეული ჩაატარეს. თანასწორობის კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება,  ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. იგი  აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ და ხორციელდება მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში.

COVID-19-ით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო წელს თანასწორობის კვირეულის აქტივობები ონლაინ ჩატარდება. მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელდა მოიცავდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს. ჯამში 12 ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება ჩატარდა და 4 მულტიმედია პროდუქტი შეიქმნა.  ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან ერთად ჩატარდა ვებინარი რომლის მიზანი იყო პირად სტერეოტიპებსა და ცრურწმენებზე ისტორიების გაზიარება, ხოლო სახალხო დამცველის აპარატთან ერთად ჩატარდა ვებინარი, რომელიც შეეხებოდა თანასწორობის, პირადი მხარდაჭერისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის  შესახებ დისკუსიას. „კოალიცია თანასწორობისთვის“ ერთად თანამშრომლობით დაორგანიზდა ვებინარი, რომელიც მიმოიხილავდა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობის განხორციელებას პრაქტიკაში. ონლაინ ვებინარებში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა და ფართო საზოგადოებამ.  რამდენიმე ვებინარი ხელმისაწვდომია ონლაინ ქართულ ენაზე: „საუბრები ადამიანის უფლებებზე: პირადი ისტორიები“, „თანასწორობის და მრავალფეროვნების ისტორიები“, „ანტიდისკრიმინაციული კანონი და პრაქტიკა - უახლესი გამოწვევები“.

ონლაინ ღონისძიებები ასევე მოიცავდა ტრენინგს  თემაზე  სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა იდენტიფიცირება და გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად თანამშრომლობით და ონლაინ ტრენინგ კურსს  „თანასწორობის კვირეული მოსწავლეებისთვის“, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო პრაქტიკას.

პუბლიკაციის „ერთობლივი ძალისხმევით! გენდერული ბალანსის მისაღწევად ევროპულ სპორტში“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად  სპორტში თანასწორობის შესახებ მონაცემების პრეზენტაციის მიზნით. პროკურატურამ თანასწორობის მნიშვნელობაზე, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია. ბათუმის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებმა გამართეს ონლაინ დისკუსიები და გამოფენა თანასწორობის და მრავალფეროვნების შესახებ. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად მარიამ ჭაჭიას ქართული ფილმის „მოუსმინე სიჩუმეს“ ონლაინ ჩვენება გაიმართა. ფილმი გვიყვება სმენადაქვეითებული საზოგადოების იდუმალ სამყაროს პრობლემებზე. მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად ასევე შემუშავდა ქვიზი ტოლერანტობის შესახებ.

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში 4 ვიდეოს პრეზენტაცია გაიმართა თანასწორობის მნიშვნელობაზე და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

თანასწორობის კვირეულის გახსნითი ვიდეოში მონაწილეობდნენ: ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი; თეა ახვლედიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი; ნინო ცაციაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ნათია მერებაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე; ლელა აქიაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში; ეკატერინე დგებუაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; გელა გელაძე,  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი და  ბაია პატარაია, კოალიცია თანასწორობისთვის. 

ვიდეოში „ელჩები თანასწორობისთვის“ ევროპელმა ელჩებმა  თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდასაჭერი შეტყობინებები გააჟღერეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურასთან ერთად შექმნილი ორი ახალი ვიდეოს პრეზენტაციაც გაკეთდა ვიდეოებში ასახულია დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული მექანიზმების შესახებ ინფორმაცია:

ვიდეო თუ როგორ ებრძვის პროკურატურა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს და ვიდეო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სერვისის შესახებ.

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში თანასწორობის რეპორტიორები და თანასწორობის ელჩები გამოვლინდნენ. მეტი ინფორმაცია წარმატებული კანდიდატების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მე ვირჩევ თანასწორობის Facebook გვერდზე:

თანასწორობის ელჩების და თანასწორობის რეპორტიორების გამარჯვებულთა სია.

რამდენიმე აქტივობა განხორციელდა „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ“ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე. ონლაინ ტრენინგები ჩატარდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ერთად, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა სწავლების ინსტრუმენტების ინტეგრაციას საგანმანათლებლო ინსტიტუციებში.

ჯამში თანასწორობის კვირეულში განხორციელებული ონლაინ აქტივობების მიზნები თბილისსა და რეგიონებში 41 075 ადამიანს მიწვდა.

გაიგეთ უფრო მეტი თანასწორობის კვირეულის აქტივობების შესახებ კამპანიის მე ვირჩევ თანასწორობას Facebook გვერდიდან: https://www.facebook.com/IChooseEquality/

თანასწორობის კვირეული ხორციელდება მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც ევროპის საბჭოს  პროექტის  „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინდააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“  ნაწილია. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page