Back საჯარო მოხელეებმა წარმატებით დაასრულეს HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე

საჯარო მოხელეებმა წარმატებით დაასრულეს HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე

20 პროკურორს, ინსპექტორს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელს 1 ივლისს HELP-ის დისტანციური სწავლების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები  გადაეცათ.  მონაწილეებმა დაასრულეს 3 თვიანი კურსი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, რომელიც ევროპის საბჭოს, გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო. კურსის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა იმ ძირითადი ცნებების, საერთაშორისო და ევროპული საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მათ დაცვას, მათ შორისაა ასევე ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციაც.

კურსის შეფასებისას მონაწილეებმა აღნიშნეს რომ ეს იყო ყველაზე საინტერესო და სასარგებლო დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც მათ ბოლო დროს გაუვლიათ. „კურსის შინაარსი კარგად იყო დაბალანსებული თეორიული და პრაქტიკური სავარჯიშოებით, რომელსაც უკვე ვიყენებ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში“, განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძლა და პრევენცია საქართველოში ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 1 ივლისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page