Back გამოიცა პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” მეხუთე ნომერი

გამოიცა პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” მეხუთე ნომერი

ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, აგრძელებს პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” გამოცემას.

საზოგადოებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეებისათვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდების, მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობისა და მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელების მიზნით, ჟურნალის მეხუთე ნომერი ეძღვნება შემდეგ თემებს: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ისტორია, პოლიტიკური პარტიების როლი დემოკრატიზაციის პროცესში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო უფლებები საქართველოში, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ძირითადი რეკომენდაციები საქართველოს საარჩევნო რეფორმის პროცესში და დეზინფორმაცია და საარჩევნო კამპანიები - არსებული გამოწვევები და პრობლემის გადაჭრის გზები. ჟურნალის სპეციალური რუბრიკების საშუალებით ამომრჩევლები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს არსებულ საარჩევნო პრაქტიკასთან დაკავშირებით.

ჟურნალი გამოიცემა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში” ხელშეწყობით.

ჟურნალი ხელმისაწვდომია აქ. 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page