Back ტრენერთა ტრენინგი კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების ეფექტურ სასამართლო განხილვაზე

ტრენერთა ტრენინგი  კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების ეფექტურ სასამართლო განხილვაზე

2017 წლის 29-30 აპრილს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებმა გაიარეს ტრენერთა ტრენინგი თემაზე- კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების ეფექტური სასამართლო განხილვა. ტრენინგს უძღვებოდა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი-ბ.ნ პოლ გარლიკი. აღნიშნული ტრენინგის პროგრამა თებერვალში ჩატარებული საჭიროებების დამდგენი შეხვედრის შედეგად შემუშავდა.  

ტრენინგის შედეგად, ქართველმა მოსამართლე-ტრენერებმა შეიძინეს და გაიუმჯობესეს ცოდნა საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს, იურიდიული პირის პასუხისმგებლობის, ფარული აგენტის ჩართვით მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობის, დანაშაულის პროვოკაციისა და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ. ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებით „საერთაშორისო კაზუსების განხილვა და საერთაშორისო ექსპერტის მიერ ევროპული გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის როგორც მომავალი ტრენერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა საქართველოში სასამართლო პრაქტიკის დანერგვის კუთხით“.

აღნიშნული სასწავლო ციკლის შემდეგი ეტაპი ქართველი ტრენერების მიერ ჩატარებული ტრენერთა ტრენინგია, რომელიც 2017 წლის 18-19 მაისს ჩატარდება.

შედეგად, იუსტიციის უმაღლეს სკოლას ექნება შესაძლებლობა, განგრძობადი განათლების ფარგლებში, საკუთარი რესურსით, დაგეგმოს და ჩაატაროს მოსამართლეებისთვის ტრენინგები კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების ეფექტურ სასამართლო განხილვაზე.  

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page