Back საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება: ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება: ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია

2017 წლის 5-7 და 12-14 მაისს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ოცდაორმა ტრენერმა დაასრულა სასწავლო კურსი ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიაში. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერების შესაძლებლობების გაზრდა ტრენინგის შემუშავებასა და მათ მიწოდებაში.  3 დღიანი ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა ისწავლეს ზრდასრულთა სწავლების პრინციპების და სხვადასხვა სოციალური ფაქტორის გავლენის შესახებ ზრდასრულთა სწავლებაზე; მიიღეს ცოდნა თუ როგორ უნდა გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდები და მართონ მათი გავლენა სწავლებაზე. მონაწილეებმა ასევე ისწავლეს თუ როგორ უნდა წაახალისონ სწავლების პროცესი, მოახდინონ სწავლების მიზნების სწორი ფორმულირება და ოპტიმალური მედიის გამოყენება ტრენინგსა და გაკვეთილების გეგმებში.

როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა „ამ ტრენინგის ფორმატი და მიმდევრობა ძალიან კარგად იყო შემუშავებული, ჩვენ ვისწავლეთ როგორ დავიწყოთ ტრენინგი, როგორ ჩავრთოთ მონაწილეები, განვავითაროთ სასწავლო მოდულები და ბოლოს მონაწილეთა ჩართვით როგორ შევაფასოთ ჩატარებული ტრენინგი“.

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page