Back საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: მმართველი კომიტეტის მე-3 შეხვედრა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი: მმართველი კომიტეტის მე-3 შეხვედრა

2017 წლის 28 სექტემბერს, თბილისში გაიმართა პროექტის მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო მოცემული ეტაპისთვის, პროექტის მიერ მიღწეული პროგრესის შეჯამება და მომავალი 6 თვის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, ბატონი ლაშა მაღრაძე და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ბატონი კრისტიან ურსე. ორივე თანათავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და პროექტს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს პროექტის კონკრეტულ შედეგებზე და აღნიშნეს, რომ ტრენინგ-საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომა ეფექტურად იქნა განხორციელებული სკოლის თანამშრომლებსა და მოსამართლე ტრენერებთან მიმართებაში.

მმართველმა კომიტეტმა დაამტკიცა პროექტის შემდეგი 6 თვის სამუშაო გეგმა და დაგეგმა შემდეგი შეხვედრა 2018 წლის იანვარში, პროექტის საბოლოო განხილვის და დასრულებისათვის.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page