Back ვუზიარებთ რეკომენდაციებსა და საუკეთესო პრაქტიკას კონფიდენციალური საკონსულტაციო მექანიზმის საკითხებზე

ვუზიარებთ რეკომენდაციებსა და საუკეთესო პრაქტიკას კონფიდენციალური საკონსულტაციო მექანიზმის საკითხებზე

15 აპრილს ევროპის საბჭომ წარმოადგინა კონფიდენციალური საკონსულტაციო მექანიზმის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და ეროვნული პრაქტიკის ანალიზი. პრეზენტაციას დაესწრნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონსულტანტმა მიმოიხილა კონფიდენციალური კონსულტირების მექანიზმები და გააზიარა რეკომენდაციები, რაც მართლმსაჯულებას ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით უფრო სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. 

სისტემური მიდგომის განხორციელების რეკომენდაცია 2017 წლის იანვარში GRECO - მ (სახელმწიფოების გაერთიანება კორუფციის წინააღმდეგ) თავის მეოთხე შეფასებაში საქართველოსთვის გასცა. რეკომენდაციები მოიცავდა ეთიკის კოდექსის გადახედვას, კომენტარებს და სპეციფიკური მაგალითების წარმოდგენას პოტენციურ ეთიკურ დარღვევებთან დაკავშირებით; ასევე მოსამართლეებისთვის კონფიდენციალური საკონსულტაციო მექანიზმის გაცნობას.

ბოლო წლებში მოსამართლეთა ეთიკურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციული მექანიზმების სისტემური და ეფექტიანი ამოქმედების მაღალი მოთხოვნის საპასუხოდ სხვადასხვა კონფიდენციალური კონსულტირებისა და რჩევის მოდელები დაინერგა.

შეხვედრა გაიმართა  2017- 2021 წწ. სასამართლო სისტემის სტრატეგიის შესრულების მიზნით შექმნილი გამჭვირვალობის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

ღონისძიება მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

თბილისი, საქართველო 15 აპრილი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page