Back აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თემაზე ტრენერთა ტრენინგის II ეტაპი პროკურორებისთვის

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თემაზე ტრენერთა ტრენინგის II ეტაპი პროკურორებისთვის

2020 წლის 9-10 ივლისს ჩატარდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი.

მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლებთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა: დაკავება, ჩხრეკა, აღკვეთის ღონისძიების სახეები და გამოყენების სტანდარტები, ფარული საგამოძიებო ღონისძიებები და ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა. ასევე, მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ და აქტიურად იყვნენ ჩართული პრაქტიკულ სამუშაოებში.

ტრენინგს წინ უძღოდა ტრენერთა ტრენინგის პირველი ეტაპი, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ერთობლივად უძღვებოდნენ. პირველი ეტაპის შემდეგ შემუშავდა პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული სასწავლო პროგრამა და მასალები.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში.

9-10 ივლისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page