Back სექსიზმის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივ დონეზე საქართველოში - ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესმა პრაქტიკული სახელმძღვანელო წარადგინა

სექსიზმის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივ დონეზე საქართველოში - ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესმა პრაქტიკული სახელმძღვანელო წარადგინა

საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბრის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების გათვალისწინებით, კონგრესის გენდერული თანასწორობის თემატური მომხსენებელი, ელენა დრენიანინი (შვედეთი, EPP/CCE) მიესალმა ადგილობრივ დონეზე „სექსიზმის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონგრესის გზამკვლევის წარდგენას. "გზამკვლევი განსაკუთრებით მნიშვნელოვან დროს გამოქვეყნდა" განაცხადა ელენა დრენიანინმა 2021 წლის 13 სექტემბერს, ონლაინ სამუშაო შეხვედრის დროს. დოკუმენტი მთელ რიგ კონკრეტულ ზომებს მოიცავს ადგილობრივ დონეზე სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც, მისი განცხადებით, "ქალების პოლიტიკური მონაწილეობის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს".

სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა  კონგრესის გენერალურმა მდივანმა, ანდრეას კიფერმა გახსნა. შეხვედრაზე წარმოდგენილი მუნიციპალიტეტთა უმეტესობა „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპული ქარტიის ხელმომწერია. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სექსიზმთან ბრძოლა საერთო პასუხისმგებლობაა; ამასთანავე, სახელმძღვანელოში შემოთავაზებული ზომები, როგორიცაა საკანონმდებლო ინსტრუმენტების შემუშავება, ადგილობრივ დონეზე ეთიკის კოდექსების მიღება, მონაცემთა შეგროვება და სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მამაკაცთა ჩართულობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის.

წინამდებარე გზამკვლევი თემაზე „სექსიზმის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე პოლიტიკოსების აუცილებელი ცოდნით აღჭურვას, რათა შეძლონ მათ ინსტიტუტებსა და ადმინისტრაციებში სექსიზმის ამოცნობა და საპასუხო ზომების მიღება. დოკუმენტი ხელს უწყობს კონგრესის რეკომენდაციის "პოლიტიკაში ქალების მიმართ სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე" შესრულებას. კონგრესი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) ერთად, აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოში, ქალების ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში მხარდასაჭერისა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორც ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების განვითარების, ასევე, ექსპერტული მხარდაჭერის საშუალებით.

Facebook-ის პირდაპირი ეთერის ვიდეო ხელმისაწვდომია აქ. 

 სახელმძღვანელო "სექსიზმის პრევენცია და ბრძოლა ადგილობრივ დონეზე საქართველიში" 
ინგლისური ვერსია ინგლისური ვერსია | ქართული ვერსია მალე იქნება ხელმისაწვდომი 

ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან ("ათეა") ერთად პროექტის "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და სამოქალაქო საზოგადოების განყოფილება, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ჰქონდეთ რეალური გავლენა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

14 სექტემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page