Back საარჩევნო დავების შესახებ კვლევის წარდგენა

საარჩევნო დავების შესახებ კვლევის წარდგენა

2019 წლის 4 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში წარადგინა კვლევა საარჩევნო დავების შესახებ საქართველოში, რომელიც მომზადდა ევროპის საბჭოს კონსულტანტების მიერ.

საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცედურების გამარტივება, მოსარჩელეთა წრეზე არსებული შეზღუდვების და საქმეების ფორმალური საფუძვლებით განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა - საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალწლიანი რეკომენდაციებია. წარმოდგენილი კვლევის მიზანია არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზების, ასევე საარჩევნო დავების შესახებ არსებული პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზი, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში.

ნაშრომში გაანალიზებულია საარჩევნო ადმინისტრაციაში წარდგენილი 1000-მდე საჩივარი და, 2016, 2017 და 2018 წლების საყოველთაო არჩევნებთან (მათ შორის, არჩევნების მეორე ტურებთან) დაკავშირებული სასამართლოების მიერ გამოტანილი 140 გადაწყვეტილება, ასევე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები, რათა მომხდარიყო დავებთან დაკავშირებული გამოწვევების და პრაქტიკის თემატური შესწავლა. ნაშრომში მოცემულია ევროპის საბჭოს კონსულტანტების რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესი.

კვლევის პრეზენტაციის  ესწრებოდნენ პარლამენტის წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კვლევის პრეზენტაციას მოჰყვა ფართო დისკუსია, რამაც დაინტერესებულ მხარეებს საშუალება მისცა გაეცვალათ მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არსებული გამოწვევების გადალახვა ეფექტიანად და დროულად.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კარგი იქნება თუ კვლევა იქცევა ერთგვარ გზამკვლევად საკანონმდებლო ორგანოსათვის, განსაკუთრებით მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის კონტექსტში.

კვლევა მომზადდა და წარდგენილ იქნა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“ ფარგლებში.

 

კვლევა საარჩევნო დავების ანალიზი

4 ოქტომბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page